გიორგი მარგველაშვილი: ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება
13-12-2015, 00:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს.

 


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობის საკითხს. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინურ მხარესთან ურთიერთგანზრახვის მემორანდუმზე ხელმოწერა ამ პროცესში წინგადადგმული ნაბიჯია.

 

 

"ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება და „თავისუფალი ვაჭრობა“ მნიშვნელოვნად გაზრდის სავაჭრო ბრუნვას.

 


დღეს ჩვენ თითქმის მილიარდიან ბაზარზე გვაქვს პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები, ხოლო ჩინეთთან ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერის შემდეგ ორი მილიარდ ორას მილიონიან მოსახლეობაზე წვდომა გვექნება, რაც ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობას გაზრდის“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ის ქვეყანაა, რეგიონში, რომელიც ყველაზე ღიაა ჩინური ბიზნესის და ინვესტიციებისათვის, ინოვაციების, იდეებისა და კულტურული ურთიერთობებისათვის;

 


შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და გეოგრაფიული მდებარობა, გამოთქვა მზადყოფნა მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორცილებების მიმართულებით, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის სფეროში.

 

 

განიხილეს ასევე უკვე განხორციელებული და მიმდინარე საინვესტიციო პროექტები.

 

 

მხარეებს შორის საუბარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო.

 

 

“ ჩვენ ვაფასებთ, რომ ჩინეთი ინარჩუნებს პრინციპულ პოზიციას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გვინდა შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ნებისმიერი ნაბიჯების გადადგმა სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციისაკენ საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ფუნდამენტურ საკითხებზე ჩვენ გვაქვს საერთო მიდგომა და მხარდაჭერა ჩინეთის მხრიდან“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


შეხვედრისას აღინიშნა, რომ ჩინეთის მხარე საქართველოს განიხილავს, როგორც სანდო პარტნიორსა და მთავარ დასაყრდენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამედროვე ახალი ინიციატივის „ახალი აბრეშუმის გზის - ეკონომიკური სარტყელის“ ფარგლებში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი