საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო გიორგი მარგველაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთან გამართული შეხვედრისას. პრეზიდენტმა ჩინეთის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩვენ ვაფასებთ, რომ ჩინეთი ინარჩუნებს პრინციპულ პოზიციას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გვინდა შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ნებისმიერი ნაბიჯების გადადგმა სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციისაკენ საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ფუნდამენტურ საკითხებზე ჩვენ გვაქვს საერთო მიდგომა და მხარდაჭერა ჩინეთის მხრიდან“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ ჩინეთის მხარე საქართველოს განიხილავს, როგორც სანდო პარტნიორსა და მთავარ დასაყრდენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამედროვე ახალი ინიციატივის „ახალი აბრეშუმის გზის - ეკონომიკური სარტყელის“ ფარგლებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.