"რა იცის ეკა ბესელიამ მე რა ჩვენება მივეცი? ხომ არ წამოსცდა ეკა ბესელიას ის, რომ ჩემი ჩვენება წაკითხული აქვს? თუ ეს დადასტურდა მე მოვაწყობ დიდ პრესკონფერენციას", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსს" განუცხადა.
"ჩემს მიერ გვარების დასახელების შემდეგ და მას შემდეგ, რაც ზვიად ქორიძემ კონკრეტული გვარები დაასახელა, დაიწყო ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და დაკითხვები. დაკითხული არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და ამჟამად ვიცე-მერი, ასევე დაკითხულია რამდენიმე მსჯავრდებული, მსჯავრდებულთა ახლობლები. ანუ ინტენსიური პროცესი მიდის. ზოგადად, პირველი, რაც არ მომეწონა და რამაც ეჭვი გამიჩინა, იყო ეკა ბესელიას განცხადება იმის შესახებ, რომ მე ცრუ ჩვენებისთვის პასუხისგება მომიწევს. ეს იყო ძალიან საეჭვო, იმიტომ, რომ რა იცის ეკა ბესელიამ მე რა ჩვენება მივეცი? ხომ არ წამოსცდა ეკა ბესელიას ის, რომ ჩემი ჩვენება წაკითხული აქვს? თუ ეს დადასტურდა მე მოვაწყობ დიდ პრესკონფერენციას", - განაცხადა ელისაშვილმა და დაამატა, რომ "ბინძური პოლიტიკოსები", რომლებიც საზოგადოების ზურგს უკან საკუთარი გავლენებით ვაჭრობენ, უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას. მან ასევე თქვა, რომ შოთაძეს შეუძლია ძალიან ავტორიტეტული და პატივსაცემი გახდეს საზოგადოების თვალში, თუ ის ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს.
"მე მივყვები გამოძიებას და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ შედეგები დადოს. მე, როგორც პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე, ფეხდაფეხ მივყვები და რაც შემეძლება ყველაფერს მივაწვდი გამოძიებას, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდები, რომ საქმის ფალსიფიკაცია და ჩაფარცხვა მიმდინარეობს, მაშინვე ხელის გულზე დავულაგებ მედიას ყველაფერს და უმარტივესია ამ საქმის გარკვევა. არ მინდა, რომ პროკურატურამ ჩაფარცხოს ეს საქმე. შოთაძე ისედაც გვარიანად ნალანძღი პროკურორია. მასაც და გიორგი მუჯირსაც, რომელიც ამ საქმეს იძიებს, შეუძლიათ, რომ ძალიან მაგარი ტიპები იყვნენ, ძალიან ავტორიტეტული და პატივსაცემი ადამიანები გახდნენ საზოგადოების თვალში, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს. თუ არ მიიყვანენ, მე მივიყვან", - განაცხადა ელისაშვილმა.
მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს, გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.