ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი მატარებელი აზერბაიჯანის გავლით დღეს თბილისში შემოვიდა. თბილისიდან მატარებელი ფოთის პორტში შევა, საიდანაც ტვირთს გემზე გადაიტანენ.
მატარებლის შემოსვლით ოფიციალურად გაიხსნა "აბრეშუმის რკინიგზა“. საზეიმო ცერემონიაში პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამ, დიპლომატიურმა კორპუსმა და მთავრობის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.
ეს არის პირველი ტრანზიტული ტვირთი და რეალურად განხორციელებული „აბრეშუმის გზის“ პროექტი. სამომავლოდ ტრანზიტული მატარებელი უმოკლეს დროში დააკავშირებს აზია - ევროპას. ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთ ნაწილიდან, პორტ ლინუნგანიდან წამოსული ტვირთი სტამბოლში მაქსიმუმ 14-15 დღეში ჩავა, რაც საუკეთესო შედეგია იმ პირობებში, როდესაც გემს 40-45 დღე სჭირდება.
წლის ბოლომდე თბილისი კიდევ ერთ ტრანზიტულ მატარებელს მიიღებს, ხოლო 2016 წლიდან აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამატებით რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა იგეგმება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, "აბრეშუმის გზა" ეს არის იაფი და ყველაზე მოკლე, ხუთჯერ შემცირებული გზა აზიასა და ევროპას შორის.
"ჩვენი ქვეყანა ამ მარშრუტის უმოკლეს ნაწილს წარმოადგენს. ეს მარშრუტი ჩვენ გვაძლევს დამატებით შანსს, გავხდეთ მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე.
"აბრეშუმის გზა" ეს არის ერთ სარტყელში განლაგებული პარტნიორი ქვეყნების დამატებითი ბიძგი, პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
მჯერა, რომ ეს პროექტი ჩვენს ქვეყანაში მოიტანს მეტ ინვესტიციას, მეტ სტაბილურობას და მეტ დასაქმებას და კეთილდღეობას ჩვენი მოსახლოებისთვის. მჯერა, რომ "აბრეშუმის გზის" პროექტის საშუალებით, საქართველო გახდება მულტირეგიონული ცენტრი, რომელიც დააკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიას და შუა აღმოსავლეთს", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ ეს არის ხელისუფლების გონივრული, პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება.
"სწორედ ასეთი გონივრული პოლიტიკით ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ძალიან მიმზიდველი ინვესტიციებისთვის და გახდეს მართლაც რეგიონული ჰაბი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ- მინისტრმა მადლობა გადაუხადა დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილ ელჩებს, "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელს მამუკა ბახტაძეს, მის გუნდს და ყველა რკინიგზელს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას შეგახსენოთ, რომ 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთნენ ჩვენი რკინიგზელები და მინდა მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.