გიორგი კვირიკაშვილი: ევროპასთან პირდაპირი მიმოსვლა შავი ზღვის მეშვეობით მოიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ბიზნესებს საქართველოში
13-12-2015, 03:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს განვითარების ისტორიაში", ასე შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთიდან თბილისში პირველი მატარებლის შემოსვლისა და თურქეთამდე საქართველოს გავლით სატრანზიტო ტვირთების ჩატანის საკითხი. კვირიკაშვილი ამბობს, რომ ახალი მარშრუტები ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

 


"ეს მარშრუტი სხვა მარშრუტებთან შედარებით კონკურენტუნარიანი იქნება, თუმცა ჩვენ პატრნიორობაში ვიქნებით ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ამ მარშრუტის გასწვრივ მდებარეობს. დღეს საუბარი იყო ჩინეთიდან თურქეთამდე ტვირთის ჩატანაზე, თუმცა აქ იქნება ევროპასთან პირდაპირი მიმოსვლა შავი ზღვის მეშვეობით. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მარშრუტები მოიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ბიზნესებს საქართველოში. დათვლილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული კონტეინერი, რომელიც საქართველოში გაივლის. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს განვითარების ისტორიაში", - განუცხადა ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი