"დამატებით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენს ქვეყანაში იქნება კიდევ უფრო მეტი განვითარება და წინსვლა", ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთიდან პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
"მოგეხსენებათ, რომ ეს ტვირთი კორეიდან წამოვიდა, გაიარა მთლიანად ჩინეთი, შემდეგ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ახლა არის თბილისში და ჩავა თურქეთში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ტვირთის მფლობელები არიან ძალიან მსხვილი კომპანიები, ისეთები, როგორიც არის "ვესტელი," ასევე "სამსუნგი" და რეალურად, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს კორიდორს აქვს უდიდესი პოტენციალი. ჩვენ დავიწყეთ ამ პოტენციალის გამოყენება, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ დამატებით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენს ქვეყანაში იქნება კიდევ უფრო მეტი განვითარება და წინსვლა", - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ქუმსიშვილმა ჩინეთში მისი ვიზიტიც შეაფასა და განაცხადა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. "ჩინეთში ჩემი ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი. მათ შორის ერთ-ერთი არის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს მოლაპარაკების დაწყებას თავისუფალ ვაჭრობაზე. როგორც უკვე აღინიშნა, რეგიონში ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა, ვისთანაც ჩინეთი ოფიციალურად გახსნის ამ ამ მოლაპარაკებებს. მისასალმებელია, რომ ჩინეთი თავად არის ძალიან მონდომებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ეს მოლაპარაკებები. იანვარში თბილისში გაიმართება ამ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი წლის მანძილზე მოლაპარაკებებს დავხურავთ. აქვე მინდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ტურიზმის ნაწილში - ჩვენ შევთანხდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულების განვითარებას ორ ქვეყანაას შორის. ასევე ეკონომიკურ კომისიაზე განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიც არის ინვესტიციები, კორიდორის პოტენციალი, ტრანზიტი და მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - ანაკლიის პორტი, სადაც ჩინეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიესალმება და ინტერესი აქვს ამ პროექტის მიმართ" - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
21 კონტეინერში ელექტროტექნიკით დატვირთული პირველი სატრანზიტო მატარებელი 29 ნოემბერს ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოვიდა. ეს არის პირველი ტრანზიტული ტვირთი, რომელიც ჩინეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სტამბოლში 14-15 დღეში ჩავა. როგორც საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის შესანიშნავი შედეგი იმ პირობებში, როცა იგივე დანიშნულების მისაღწევად საზღვაო ხაზის გემს 40-45 დღე ესაჭიროება.
პირველი მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რამდენჯერმე აღინიშნა ახალი აბრეშუმის გზის მნიშვნელობა პროექტში მონაწილე ქვეყნებისა და მთლიანად რეგიონისთვის, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ამ პროექტის განხორციელებისთვის და ის მნიშვნელოვანი ვიზიტები, რომელიც ხელს უწყობს საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, რის დამადასტურებელ მემორანდუმსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გასულ კვირას პეკინში ვიზიტისას მოაწერა ხელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.