საქართველოს ევროპასა და ჩინეთს შორის კავშირის უზრუნველყოფაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი სატრანზიტო მატარებლის საქართველოში შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განუცხადა.
"პროექტი ითვალისწინებს კავშირის უზრუნველყოფას ევროპასა და ჩინეთს შორის. ისეთი გადამზიდავი კომპანიები, როგორიც არის "DHL", "ფედექსი" ეძებენ და დაინტერესებული არიან ახალი, სწრაფი სამარშრუტო გზების არსებობაში – ჩინეთსა და დასავლეთს, დასავლეთსა და ჩინეთს შორის. ეს საქართველოს განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო სატრანზიტო ჰაბის როლს შეასრულებს", - განაცხადა იან კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.