ილია მეორე: საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია
13-12-2015, 05:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ყოველი ჩვენგანი, ყოველი ქართველი უნდა შევიდეს ეკლესიაში და უფალს მადლობა შესწიროს ამდენი წყალობისთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

 


პატრიარქმა მრევლს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ასევე ვახტანგ გორგასლის და ორი კათოლიკოსის - პეტრე და სამუელის ხსენების დღე მიულოცა.

 


"რომ გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის წარსულს, ჩვენ დავინახავთ, რომ ჩვენს ისტორიაში არის ამოფრქვევები, ვულკანი რომ ამოაფრქვევს, ისე. როგორ შეიძლება ავხსნათ ჩვენ ამდენი წყალობა, ამდენი დიდება, ხალემი წმინდისა ილია წინასწარმეტყველისა. საქართველო წილხვედრია ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლის, კვართი უფლისა ჩამოტანილია საქართველოში, ანდრია პირველწოდებული ღვთისმშობლის ხატით ხელში მოდის საქართველოში. მეხუთე საუკუნე – ვახტანგ გორგასალი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. რამდენი შეიძლება გავიხსენოთ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მას. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. კათოლიკოსი პეტრე და იმის შემდეგ კათოლიკოსი სამუელი – პირველი კათოლიკოსები, პირველი დამოუკიდებელი ეკლესია საქართველოსი – ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველოზე განსაკუთრებული მადლია ღვთისა, მადლი უძლურთა მკურნალი, მადლი, რომელმაც შეცვალა ქართველი ადამიანი და დღეს ჩვენ ვზეიმობთ ამ დღესასწაულს, ჩამობრძანებას ანდრია პირველწოდებულისა საქართველოში. ასევე ვზეიმობთ ვახტანგ გორგასლის დღეს და პირველი კათოლიკოსების დღესასწაულს", - ბრძანა პატრიარქმა.

 


როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ჩვენ ვმადლობთ უფალს იმიტომ, რომ უფალმა ინება ეს დიდი წყალობა და უფალმა მოგვივლინა ჩვენ ეს დიდება. "უფლის წყალობით ვართ, რაც ვართ. დღეს ყოველი ჩვენგანი, ყოველი ქართველი ადამიანი უნდა შევიდეს ეკლესიაში და მადლობა შესწიროს უფალს ამდენი წყალობისთვის. წმინდა მოციქული ანდრია გფარავდეთ თქვენ და საქართველოს. ანდრია პირველწოდებული აგრძელებს თავის ქადაგებას საქართველოში, ვახტანგ გორგასალი და პირველი კათოლიკოსები აგრძელებენ თავის მოღვაწეობას. შეგეწიოთ ღვთის მადლი და ღვთის კურთხევა იყოს თქვენზე, საქართველოზე და მთელს მსოფლიოზე", - მიმართა პატრიარქმა მრევლს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი