საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორ ჯეფ სეშენსს შეხვდა.
მხარეებმა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასა და ნატო-ს 2014 წლის სამიტის პერსპექტივებზეც იმსჯელეს. სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ნატოში საქართველოს ინტეგრაციას.
სენატორი ჯეფ სეშენსი საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ინიციატორია და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რეზოლუციის მიღებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
სენატორმა საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკაში მიღწეული პროგრესისთვის შეაქო და აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები მისასალმებელია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ საქართველოს არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორი, არამედ კარგი მეგობარია და საქართველოს ხელისუფლება ორმხრივი ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას ელოდება.
სენატორ ჯეფ სეშენსთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე, მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩეველი დავით მაღრაძე და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძეც დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.