ვორონეჟის ოლქის ფსიქონევროლოგიურ ინტერნატში მომხდარი ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 23 ადამიანია დაღუპული. "ტასის" ინფორმაციით, ცოტა ხნის წინათ, ნანგრევებიდან კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს.
სააგენტოს ცნობით, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება 20 დაშავებული, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
ვორონეჟის ნოვოხოპერსკის რაიონში მდებარე ფსიქონევროლოგიურ ინტერნატში ხანძარი შუაღამისას გაჩნდა, დამწვარია 600 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ პალატაში გაჩნდა. თუმცა, ხანძრის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.