ეგეოსის ზღვაში, რუსულმა საგუშაგო ხომალდმა თურქულ სეინერს ცეცხლი გაუხსნა
13-12-2015, 09:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსულმა საგუშაგო ხომალდმა "სმეტლივიმ" ეგეოსის ზღვაში თურქულ სეინერს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ცეცხლი გემების შეჯახების თავიდან ასაცილებლად გახსნეს. მათივე მტკიცებით, სეინერი რუსულ გემთან კავშირზე არ გამოდიოდა.

 


"2015 წლის  13 დეკემბერს რუსულმა ეკიპაჟმა, რომელიც საბერძნეთის კუნძულ ლემოსთან 22 კილომეტრში  იმყოფებოდა, თურქული გემის წინააღმდეგ  შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. 09:03 საათზე ათასი მეტრის დაშორებით აღმოჩენილი იყო თურქული გემი, რომელიც ღუზაჩაშვებულ რუსულ გემ "სმეტლივის" მარჯვენა ბორტიდან უახლოვდებოდა. "სმეტლივის" არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, თურქული სეინერი რუს მეზღვაურებთან რადიოკონტაქტზე არ გამოვიდა და არ პასუხობდა სემაფორის სპეციალურ ვიზუალურ ნიშნებსა და სასიგნალო რაკეტებს", - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

 

 

მომხდართან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თურქეთის სამხედრო ატაშე დაიბარეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი