საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ "პოზიტიურ" ჩარევას უშვებს. ხეჩიკაშვილი რაგბის კავშირის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ "სახელმწიფო მხოლოდ პოზიტიური კუთხით თუ ჩაერევა" არჩევნებში.
"ეს განცხადება არის იმ ხალხისთვის, ვისაც შესაძლოა ასეთი სურვილი ჰქონდეს. სახელმწიფოსგან ჩარევაზე არ არის ლაპარაკი. სახელმწიფო მხოლოდ პოზიტიური კუთხით თუ ჩაერევა - დახმარების სახით. სახელმწიფოს მხრიდან არჩევნებში გამორიცხულია სხვა რაიმე ტიპის ჩარევა", - აღნიშნა ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-თან" საუბრისას.
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ზოგიერთი "თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივარის" და სხვა გარეშე პირების მხრიდან უკვე შეიმჩნევა მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა. რაგბის კავშირის გამგეობის შეფასებით, ჩარევა ქმნის სახიფათო პრეცედენტს პატიოსანი თამაშის წესების საწინააღმდეგოდ. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ ვისი მხრიდან ან რომელი კანდიდატის სასარგებლოდ ხდება ჩარევა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი – ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე იბრძოლებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.