მთავრობის ადმინისტრაციაში, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს - საბჭო საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს
14-12-2015, 01:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

 


როგორც სხდომის დაწყებამდე, საბჭოს წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონი", რომელშიც საგადასახადო და სოციალური შეღავათებია განსაზღვრული, ძალაში 2016 წლის 1-ელ იანვარს შევა.

 


"დღეს მთის განვითარების საბჭო განიხილავს კონკრეტულად იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც უნდა დასახელდეს, თუ რომელი დასახლებული პუნქტები შევა მაღალმთიან რეგიონებში. ასევე მთის საბჭო განიხილავს იმ სფეროებს, სადაც უნდა გავრცელდეს საგადასახადო შეღავათები", - განაცხადა ქუცნაშვილმა და დასძინა, რომ მთავრობას საკმაოდ კარგი ვარიანტი აქვს შემუშავებული.

 

 

რაც შეეხება კონკრეტულ შეღავათებს, ქუცნაშვილის თქმით, კანონით დადგენილია სოციალური შეღავათები, ასევე ექიმებისა და პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდა. გარდა ამისა, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს პენსიები 216 ლარამდე გაეზრდებათ. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებლებისთვის შემოღებული იქნება ასევე ელექტროენერგიის შეღავათი და გათბობის სპეციალური პროგრამა.

 

 

"ოპოზიცია დაგვჩხაოდა და ითხოვდა, რომ 50 ლარით გაგვეზარდა პენსია, თუმცა მომავალ წელს, მაღალმთიან რეგიონები, ჯამურად ის 56 ლარით გაიზრდება და 216 ლარს შეადგენს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

 


კითხვაზე, განიხილება თუ არა მთის მინისტრის თანამდებობის შემოღების საკითხი, დეპუტატის თქმით, აღნიშნული თემა დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში არ დგას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი