"მთავარი, რასაც ხვალ ველოდებით, ეს არის აღიარება იმ საქმიანობისა, რომელიც ყველა უწყების მიერ ერთმნიშვნელოვან პრიორიტეტად იქნება განსაზღვრული" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ვიზალიბერალიზაციისთვის საქართველოს მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშზე კომენტირებისას განუცხადა.
"ხვალ გამოქვეყნდება საქართველოს საქმიანობის შემაჯამებელი დოკუმენტი და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ის იქნება პოზიტიური. დანარჩენს რაც შეეხება, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. შემდგომ უკვე პროცესი წარიმართება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილებით დადასტურდეს ის, რაც ტექნიკური შეფასების თვალსაზრისით ევროკომისიამ ხვალ უნდა გამოაცხადოს", - აღნიშნა ბაქრაძემ.
კითხვაზე, თუ რა ვადაა განსაზღვული ინიციატივისთვის, რომლითაც კომისიამ ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს უნდა მიმართოს, მინისტრმა განაცხადა, რომ ვადები, სავარუდოდ, იმ დოკუმენტში იქნება განსაზღვრული, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.