გია ვოლსკი: უნდა დაიკითხოს ყველა, ვისაც ოდნავ მაინც შეეხო ტალახის წვეთი
14-12-2015, 02:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის დაკითხვას მიზანშეწონილად მიიჩნევს. ამის შესახებ გია ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უნდა დაიკითხოს ყველა, ვისაც "ოდნავ მაინც შეეხო ტალახის წვეთი".


"ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ოდნავ მაინც შეეხო ტალახის წვეთი, აუცილებლად უნდა დაიკითხოს. ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს და რაც შეიძლება სწრაფად. ძალიან შევაჩვიეთ საზოგადოება, რომ საკითხები დიდხანს იხილება და წლების განმავლობაში ვერ დავაზუსტეთ და ვერ დავადგინეთ, რა ტენდენციებთან გვაქვს საქმე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.


დეპუტატის ინფორმაციით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ექსპერტების მონაწილეობით დოკუმენტი ჩამოყალიბდა, რომელიც 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გაკეთებული მოხსენებების ნაკრებს წარმოადგენს.


მისივე თქმით, ასევე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს კონკრეტულად წამების თემებთან დაკავშირებით.


"წამების ბრალდებით, ასზე მეტი ადამიანია გასამართლებული. ვფიქრობ, ამას კიდევ კონკრეტული საქმეები დაემატება, რომელმაც შეიძლება რაღაც წიაღსვლების აუცილებლობა გამოიწვიოს, გამოძიების აუცილებლობა დააყენოს და შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანებს და პირებს მიადგეს ეს თემა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის განხორციელებული კონტრშეტევა. საიდან მოდის ეს კონტრშეტევა, ამასთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ნებისმიერ დეპუტატს, მათ შორის, მეც, მანანა კობახიძეს, ეკა ბესელიას, ყველას, 150-ვე დეპუტატს, არათუ უფლება გვაქვს, ვალდებულები ვართ, რომ ნებისმიერი მომართვის შემთხვევაში, თუკი საკითხი ეხება საჩივარს უსამართლობის შესახებ, თუნდაც ეს ერთი შეხედვით უსაფუძვლო იყოს, შესაბამის ორგანოს ამ საკითხის დეტალური შესწავლის მოთხოვნით მივმართოთ. მათ შორის, მივმართოთ შეწყალების სახელმწიფო კომისიასაც. ეს არის ფაქტი და ამის უარყოფა ან რაღაც შესაძლო გარიგებების ამასთან დაკავშირება, ვფიქრობ, რომ არათუ უსაფუძვლო, უზნეოც არის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი