გედევან ფოფხაძე: ელისაშვილის ბრალდება უნდა დამტკიცდეს, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა
14-12-2015, 02:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ამას მტკიცება უნდა. შესაძლოა, ვინმე ვინმეს გულშემატკივრობდეს, მაგრამ თუ ამას ანგარებითი მოტივაცია ექნება, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია", – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ალეკო ელისაშვილის ბრალდების საპასუხოდ გააკეთა.


„ შეწყალების თემა ძალიან ფაქიზია და მეტი სიფრთხილე გვმართებს. ამით შეიძლება თავად ინსტიტუცია დაზარალდეს. თუ ვინმეს ანგარებით შეწყალება ხდებოდა, გამოდის, რომ შეწყალების სტანდარტი არ არსებობს. თუ სტანდარტი არ არის, ეს სისტემას აზარალებს. კორუფციული გარიგებები იყო თუ არა, ეს უნდა დადასტურდეს. ეჭვები და ვარაუდები პოლიტიკოსების მიმართ და, მით უმეტეს, იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც მსგავს საკითხებში არიან ჩართულები, ყოველთვის გამოითქმება. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ამას მტკიცება უნდა. შესაძლოა, ვინმე ვინმეს გულშემატკივრობდეს, მაგრამ თუ ამას ანგარებითი მოტივაცია ექნება, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. მაშინ, როდესაც ალეკო ელისაშვილი კომისიის თავმჯდომარე იყო, მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია და არაფერი მითქვამს, მაგრამ თეორიულად დავუშვათ, როდესაც პატიმრებთან დავდიოდი, მე რომ მენახა რომელიმე პატიმარი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია და არანაირი სამართლებრივი რეჟიმი, გარდა შეწყალებისა, მის ამ მდგომარეობას არ შეცვლის, და ამის შესახებ წერილობით ან სიტყვიერად მიმემართა ალეკოსთვის, ამაში დასაძრახი ან სისხლის სამართლის დანაშაული რა არის? ხოლო თუ პირობითად იმიტომ მივმართე, რომ ამაში თანხა ავიღე, ეს უნდა დამტკიცდეს. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა“, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი