საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აქსელ ვეხი მიიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
მათივე განმარტებით, საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.
"ვიცე-პრემიერმა პოზიტიურად შეაფასა საქართველო-ავსტრიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში. ასევე ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, რაც გულისხმობს ავსტრიის საქმიანი წრეების საქართველოთი შემდგომ დაინტერესებას და ჩვენს ქვეყანაში ავსტრიული ინვესტიციების მოზიდვას. ამ კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ 2016 წელს თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა კიდევ უფრო ძლიერ იმპულსს შესძენს ქართულ-ავსტრიულ ორმხრივ ურთიერთობებს", - აცხადებენ უწყებაში.
სამინისტროს ცნობით, ვიცე-პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა აქსელ ვეხს ავსტრიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.
"ხაზგასმით აღინიშნა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც მთლიანად ევროკავშირთან, ასევე ცალკეულ წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას", - განმარტავენ სამინისტროში.
ოფიციალური ინფორმაციით, ელჩმა აქსელ ვეხმა, თავის მხრივ, დაადასტურა ავსტრიის მთავრობის მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და ხაზი გაუსვა ავსტრიული კომპანიების მზარდ დაინტერესებას საქართველოში არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის მიმართ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.