ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ოჯახის წევრები - გიორგი ცააძის და, ირინა ცააძე და ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტია ქალაქის პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.
ახლობლების ინფორმაციით, დაკითხვაზე დაბარებულები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
მათი დაბარება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინათ, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.
ირინა ცააძემ და ნინო ხვიტიამ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გონივრული ეჭვი გამოთქვეს, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამამტყუნებელი განაჩენის სანაცვლოდ, ქრთამის სახით თანხა აიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.