ანასტასია ზაუტაშვილი და ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები ალეკო ელისაშვილის ინფორმაციაზე გამოძიების შედეგებს ახალ წლამდე ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითდაზიანებებით და პროტესტის სხვა უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მსჯავრდებულების ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების ალეკო ელისაშვილისა და ზვიად ქორიძის განცხადებებს მსჯავრდებულები სრულ სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არანაირი 2 მილიონის ოდენობის თანხა მათ სახელს არ უკავშირდება.
"კუდ-ის თანამშრომელმა ბოჭორიშვილს უთხრა, რომ თუკი გადაიხდიდა 2 მილიონს, მოუგვარებდა საქმეებს. ბოჭორიშვილმა ეს საუბარი ჩაიწერა. იგი გადაეცა საგამოძიებო უწყებას, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია. ასევე ამ საქმეზე ბრალდებული ანასტასია ბოჭორიშვილისა და სხვა მსჯავრდებულთა მიმართ სასტიკ წამებაზე დაწყებულია გამოძიება, რომელზეც ამ დრომდე არ არის რეაგირება. გარდა ამისა, მსჯავრდებულებს პროკურატურაში კიდევ 3 განცხადება აქვთ დაწერილი, რაზეც ასევე არ ხდება რეაგირება", - განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატი შეწყალების კომისიის ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებს "უზნეობაში" ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მსჯავრდებულებს, რომელთა საქმე ქორიძემ და ელისაშვილმა კიდევ ერთხელ წამოწიეს, დაუკარგეს სამომავლოდ თავისუფლების პერსპექტივა შეწყალების სახით.
"მე შევხვდი მათ. ანასტასია ზაუტაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ სხვა მსჯავრდებულებსაც. ისინი ამბობენ, რომ თუ უახლოს 2 კვირაში გამოძიების შედეგი არ დადგება და თავად მსჯავრდებულები, ან ელისაშვილი და ქორიძე არ დაისჯებიან, უკიდურეს ზომებს მიმართავენ, მათ შორის თვითდაზიანებებს მიიყენებენ", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.