ეგვიპტელი გამომძიებლები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მათ არ გააჩნიათ არავითარი სამხილი იმის სათქმელად, რომ ოქტომბერში სინას მთაზე რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტერორიზმს უკავშირდებოდეს. ამის შესახებ BBC იუწყება.
ინციდენტიდან ცოტა ხანში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფმა ჯგუფმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი მათ დაბომბეს. რუსულმა მხარემ ცოტა ხნის წინათ ოფიციალურად განაცხადა, რომ მათი თვითმფრინავის ჩამოგდება ტერორისტული აქტის შედეგი იყო.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ ელ-შეიხიდან პეტერბურგისკენ მიმავალი თვითმფრინავი სინას მთაზე ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი არც ერთი მგზავრი, მათ შორის ეკიპაჟის არც ერთი წევრი არ გადარჩენილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.