დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
ქვეყნის პირველ პირს რწმუნებათა სიგელები რვა ქვეყნის: ფიჯის რესპუბლიკის, სან მარინოს რესპუბლიკის, კორეის რესპუბლიკის, დანიის სამეფოს, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის, ჩილეს რესპუბლიკის და ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.
ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებმა ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს და დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.