ლეონიდ ჩერნოვეცკი აჭარაში "ბედნიერი საქართველოსთვის" მურმან დუმბაძესა და მედეა ვასაძეზე აკეთებს აქცენტს. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური გუნდის წევრები იქნებიან. ისინი ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, კიდევ ვის მოიაზრებს ლეონიდ ჩერნპოვეცკი "ბედნიერი საქართველოს" გუნდის წევრებად.
მურმან დუმბაძის განცხადებით, შემოთავაზება თავად ლეონიდ ჩერნოვეცკისგან მიიღო და პარტია "ბედნიერი საქართველოსთვის" სადამფუძნებლო ყრილობის მოსამზადებლად საინიციატივო ჯგუფთან ერთად მუშაობს.
"განსხვავებით სხვა მდიდარი ადამიანებისგან, ლეონიდ ჩერნოვეცკი დიდი ხანია პოლიტიკაშია და მასთან საუბარი არ გამჭირვებია. ოთხჯერ იყო დეპუტატი, ორჯერ კი, კიევის არჩეული მერი. კარგად იცის 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს საპარლამენტო საქმიანობა, რაც ჩემს გაკვირვებაც იწვევს. მას აქვს თავისი ხედვები განსაკუთრებით ეკონომიკურ ნაწილში. მის საუბარში უმეტესად ისმის სიტყვა "ღარიბი". ლეონიდ ჩერნოვეცკის გაგებით, საქართველო არის ღარიბი ქვეყანა და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ უახლოეს ხანებში ღარიბების გარეშე იყოს. ამის გაკეთება დღევანდელი ბიუჯეტითაც არის შესაძლებელი, ის ასე ამტკიცებს", - განაცახადა მურმან დუმბაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.
მედეა ვასაძეს, მისი თქმით, ლეონიდ ჩერნოვეცკისთან საერთო ევროპული ღირებულებები აერთიანებს. მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს, რის პარალელურადაც "ფაქტობრივი გარემოებების" გადამოწმებას თავადაც აწარმოებს.
"აქცენტი გაკეთებულია მურმან დუმბაძეზე და მოვიაზრები მეც. ლეონიდ ჩერნოვეცკიმ იცის ყველა დეტალი ჩვენი ბიოგრაფიიდან, დაწყებული ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ. კმაყოფილებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ აქცენტი არის გაკეთებული ჩვენზე. აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში სჭირდება ჩვენნაირი პრინციპების ადამიანები. რა თქმა უნდა, ამისთვის მას მადლობას ვუხდი. ის დადებით განწყობას ქმნის პირად ურთიერთობაში და გახლავთ ევროპული ორიენტაციის და პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი. იმაში, რაც ზედაპირზე დევს, საჩოთიროს ვერაფერს ვხედავთ, თუმცა ჩვენი მხრიდანაც ვართ გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების გადამოწმების პროცესში. დამარწმუნეს, რომ მაქვს შინაგანი რესურსი, მყავს ელექტორატი და აუცილებელია ჩემი დარჩენა პოლიტიკაში კიდევ ოთხი წლით", - აღნიშნა მედეა ვასაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.