"სითი პარკს" შესაძლოა აეკრძალოს ავტომობილის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, თუ ის არ აფერხებს საავტომობილო მოძრაობას და არ ქმნის საცობს
14-12-2015, 05:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გაიმართა.

 


საკითხის ინიციატორის, პარლამენტის წევრ სოსო ჯაჭვლიანის ინფორმაციით, მოქმედი კანონიდან ამოდის ჩანაწერი "თუ ქმნის საავარიო სიტუაციას", რაც "სითი პარკის" მიერ სატრანსპორტო საშუალების ევაკუირების შესაძლებლობას იძლევა.

 


მისივე განცხადებით, წარმოდგენილ კანონპროექტს დაემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, "სითი პარკს" აეკრძალება ავტომობილის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, თუ ის ამკრძალავი ნიშნის "დგომა-გაჩერება აკრძალულია" ან "დგომა აკრძალულია" მოთხოვნას არღვევს, მაგრამ არ აფერხებს საავტომობილო მოძრაობას და არ ქმნის საცობს.

 


კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, კომიტეტისთვის მისაღებია წარმოდგენილი ცვლილებები, თუმცა, მისივე განმარტებით, მასში ქვეითად მოსიარულეთა უფლებების დაცვაზე არ არის საუბარი, რაც უფლებრივ დისბალანსს წარმოშობს.

 


აღნიშნულ კონტექსტში ბესელიამ საკითხის ინიციატორს პროექტში იმ მუხლის დამატების რეკომენდაციით მიმართა, რომელიც ავტომობილის ტროტუარზე გაჩერებისას ქვეითთა გადაადგილების შეფერხების შემთხვევაში, მის ევაკუაციას შეეხება. ეკა ბესელიას განცხადებით, კანონში აღნიშნული ჩანაწერის გაკეთებით დაცული იქნება ფეხით მოსიარულეთა და განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები.

 


კომიტეტის ეს ერთადერთი შენიშვნა კანონპროექტის ინიციატორმა სრულად გაიზიარა და პროექტში შესაბამისი ჩანაწერით ასახა. კომიტეტის მხრიდან სხვა შენიშვნა/რეკომენდაცია საკითხის მიმართ არ გამოთქმულა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძის შეფასებით, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები მისთვის სრულიად მისაღებია, რადგან "სითი პარკის" მოქმედებები მაქსიმალურ ჩარჩოებში უნდა მოექცეს.

 


"დედაქალაქში "სითი პარკის" შემოსვლის დღიდან ადამიანის უფლებები ტოტალურად ირღვევა და კომპანია მონსტრ ორგანიზაციად გადაიქცა, რომელიც ზემოგების სანაცვლოდ ქალაქში პარკირების მოწესრიგების უზრუნველსაყოფად ფაქტიურად არაფერს არ აკეთებს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 


კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები შინაგან საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმაც გამოთქვეს.

 


"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტს კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი