ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინაზე მომზადებული ანგარიშები და რეკომენდაციები პოზიტიური იქნება.
ამის შესახებ ჰანმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ჟურნალისტებს განუცხადა.
"საქართველოსა და უკრაინაზე მომზადებული ანგარიშები და რეკომენდაციები პოზიტიური იქნება და წარვუდგენთ წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციებთან ერთად. ამის შემდეგ გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების მისაღებია. სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება, მაგრამ პოზიტიურ გზაზე ვართ", - აცხადებს ჰანი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ევროკომისია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიშს ხვალ გამოაქვეყნებს. ანგარიშში წარმოდგენილი იქნება შეფასებები, თუ რამდენად წარმატებით შეასრულეს საქართველომ და უკრაინამ სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის აუცილებელი პირობები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.