სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია EBRD-ისთვის შეძენილი ავტომანქანებით სარგებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
"მინდა გამოვეხმაურო EBRD-ს თემასთან დაკავშირებით განცხადებებს, რომელთა დაკავშირებითაც, სამწუხაროდ, მე ფიზიკურად დროის უქონლობის გამო ვერ გავაკეთე კომენტარი. საერთოდ სასურველია, რომ შინაარსიანად იყოს შესწავლილი ეს მიმართულებები და უხერხულობების თავიდან ასაცილებლად შემდეგ გაკეთდეს განცხადებები - ის ავტოპარკი, რომელიც გადმოეცა სამინისტროს, მოხმარდა ჩემი და მოადგილეების გადაადგილების საჭიროებებს, ხოლო რაც შეეხება მაღალი გამავლობის მანქანებს, გადავიდა სამორიგეო ავტოპარკში, რომლითაც ნებისმიერი თანამშრომელი სარგებლობს, როდესაც რეგიონში გადის", - განაცხადა დანელიამ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თანახმად, 718 000 ლარად EBRD-სთვის შეძენილი 67 ახალი ავტომობილით მმართველი გუნდის წევრები სარგებლობენ, თუმცა მანამდე საკოორდინაციო საბჭოში ამბობდნენ, რომ ახალი ავტომობილები გაიყიდებოდა და თანხა უკან დაბრუნდებოდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ახალი ავტომობილების ნაწილით პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები, ნაწილით კი, სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები სარგებლობენ. მათივე ინფორმაციით, ახალი ავტომობილებით სარგებლობენ მინისტრები და მათი მოადგილეები, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მისი მოადგილეები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.