ეკა ბესელია და მანანა კობახიძე პროკურატურაში იმყოფებოდნენ
14-12-2015, 06:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის უმრავლესობის წევრი, მანანა კობახიძე და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია პატიმართა შეწყალების საკითხზე პროკურატურაში იმყოფებოდნენ. ბესელიას განცხადებით, საგამოძიებო უწყებას გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა.

 


“არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს მანამდე, სანამ პროკურატურა არ დაასრულებს ამ საქმეზე გამოძიებას. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს პროცესს, რომ ბოლომდე გამოკვლეული იყოს ყველა ფაქტი. დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს დეტალები პროცესის შემადგენელია. იმედი მაქვს, რომ გამოძიება მალე დასრულდება და არ გაჭიანურდება. ასე რომ, საპროცესო და ეთიკური წესები დავიცვათ, რომელიც პროცესის დასრულების დალოდებას გულისხმობს.

 

 

 

დაინტერესებულნი ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ ფაქტების გამოძიება ობიექტურად მოხდეს და ეს განცხადებები გადამოწმდეს. ამის მზაობა მაქვს, მეყოფა გამოცდილება, ნებისყოფა, გამძლეობა და პროფესიული უნარ-ჩვევებიც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე. ყველაფერს გავაკეთებ, საზოგადოებამ დაინახოს, სად არის სიმართლე და შემდეგ შეაფასოს და გააკეთოს დასკვნა, რასთან გვაქვს საქმე, რა ტიპის პროცესი თუ ავანტიურა არის დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ინფორმაცია – დოკუმენტური მასალა, რაც კომიტეტს გააჩნდა და გააჩნია ამ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურას მივეცი. მას ეს რეალობის დანახვაში დაეხმარება”, – განაცხადა ბესელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი