საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შანდორ საბოს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჩილინგარაშვილი.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი შოთაძეს მთავარ პროკურორად არჩევასთან დაკავშირებით, უნგრეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის პეტერ პოლტის მისალოცი წერილი გადასცა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორი ქვეყნის პროკურატურის ორგანოებს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები. ამ მიზნით, საქართველოს მთავარმა პროკურორმა გამოთქვა მზადყოფნა მისი უნგრელი კოლეგის საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოწვევასთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასასრულს ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრ პროკურორს და იმედი გამოთქვა მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.