ირაკლი სესიაშვილი: გარკვეული თანამდებობის პირები გაუგებარ სიტუაციაში არიან მოხვედრილი
14-12-2015, 07:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუკი ელისაშვილის მიზანი იყო, კორუფციული ფაქტი გამოეაშკარავებინა, მას ვინმეს კაბინეტში კი არ უნდა ეჭორავა, პროკურატურაში ოფიციალური განცხადება უნდა დაეწერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა დაამატა, რომ გარკვეული თანამდებობის პირები გაუგებარ სიტუაციაში არიან მოხვედრილი


“ნებისმიერი თანამდებობის პირის განცხადება შინაგან პასუხისმგებლობას უნდა ეფუძნებოდეს. შეიძლება ბევრი რაღაც ვიცოდეთ, მაგრამ არსებობს უდანაშაულობის დაცვის პრინიპები, რომელიც უნდა დავიცვათ. თუკი ელისაშვილის მიზანი იყო, სიკეთე გაეკეთებინა და კორუფციული ფაქტი გამოეაშკარავებინა, მას ვინმეს კაბინეტში კი არ უნდა ეჭორავა, პროკურატურაში ოფიციალური განცხადება უნდა დაეწერა”, – აღნიშნა სესიაშვილმა.


სესიაშვილი პატიმართა შეწყალების საქმეში მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შესაძლო კორუფციულ, ფინანსურ დაინტერესებას გამორიცხავს.


“გარკვეული თანამდებობის პირები გაუგებარ სიტუაციაში არიან მოხვედრილი. ის რა ინფორმაციაც ვრცელდება, ამას ჭორაობის სახე უფრო აქვს მიცემული, ვიდრე რაიმე რეალური ბრალდების. გამოძიებას დაველოდოთ და შემდეგ კითხვას გაეცეს პასუხი. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება შეწყალება ითხოვოს და თუკი თანამდებობის პირები შეწყალების პროცესში საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ, ეს უნდა იყოს იმ კომისიის ინტერესში, რომ სიტუაციაში უკეთ გაერკვნენ და ამაში დანაშაული არაფერია. თუკი საქმე გვაქვს კორუფციასთან, გარიგებასთან და ფინანსურ ინტერესებთან, რასაც დასახელებულ პირებთან მიმართებაში კატეგორიულად გამოვრიცხავ, ვფიქრობ, რომ არასწორი კომუნუკიციის შედეგად, ვიღაცას რაღაც წარმოდგენა შეექმნა”, – მიიჩნევს ირაკლი სესიაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი