მანანა კობახიძე ამბობს, რომ სასამართლოს მიმართავს და "ბინძურ კამპანიას ბოლომდე მიყვება"
14-12-2015, 07:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პროკურატურას ჩვენება მოწმის სტატუსით მისცა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 12 დეკემბერს ის საკუთარი ინიციატივით მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დაუკავშირდა და გამოთქვა სურვილი, პროკურატურაში როგორც მოწმე მისულიყო და ყველა საჭირო ინფორმაცია მიეწოდებინა.


კობახიძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ გამოთქმულ ყველა ცრუ ბრალდებაზე სასამართლოს მიმართავს და "ბინძურ კამპანიას ბოლომდე მიყვება". მან განმარტებები გააკეთა ე.წ. "კოკაინის საქმეზე" და მასთან დაკავშირებულ პროცესზე, მათ შორის საქმეში მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით.


"რა თქმა უნდა, განაჩენში წერია, რომ ისინი დამნაშავეები არიან, მაგრამ ეს განაჩენი გამოტანილია "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" უხეში დარღვევით, ძალიან ბევრი სამართლებრივი კითხვა პასუხგაუცემელია. ეს ხალხი მაშინვე ითხოვდა არა შეწყალებას, არამედ გამართლებას. ამისთვის ვაგზავნიდით საჩივარს, მათ შორის ევროპის სასამართლოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ ხალხს გაუჩნდათ მოლოდინი იმისა, რომ ახალი ხელისუფლება საქმეს ახლადაღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე და მოწმეთა წამების ფაქტებზე დაყრდნობით გადახედავდა. მოწმებთან საპროცესო შეთანხმებები სწორედ წამებით აღიარებული ჩვენების ფასად გაფორმდა. იმის გამო, რომ პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა, ადამიანები დღესაც თავს სრულიად უდანაშაულოდ თვლიან, მათი მხრიდან ერთადერთი გამოსავალი შეწყალება იყო, რომლის მოთხოვნის უფლება პატიმარს ყოველთვის აქვს. მათ ამ უფლებით ისარგებლებს და აქ კითხვის ნიშნების დასმა სრულიად არარელევანტურია", - აცხადებს მანანა კობახიძე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი