უკრაინელმა მესაზღვრეებმა წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ "ინტერფაქს უკრაინა" სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, საქართველოს მოქალაქე "ბორისპოლის" საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, სადაც ის თბილისიდან ჩავიდა.
"აღმოჩნდა, რომ ამ მოქალაქეს თურქეთის სამართალდამცავი ორგანოები 2014 წლიდან ეძებდნენ", - ნათქვამია სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, თურქეთში საქართველოს მოქალაქე მკვლელობასა და ძარცვაშია ეჭვმიტანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.