მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ კანონპროექტს დაემატება პუნქტი, რომლის თანახმად საჯარიმო სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება ავტომობილი, რომელიც ტროტუარზე ქვეითების მოძრაობას შეაფერხებს, მათ შორის შშმ პირთათვის განკუთვნილ პანდუსზე, - აღნიშნულის შესახებ guardian.ge -ს ახალგაზრდა აქტივისტების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციიდან - "იარეთ ფეხით" - აცნობეს.
"მოხარულნი ვართ, რომ სამოქალაქო მოძრაობამ ქვეითთა უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის ჩვენ მიერ ორგანიზებულმა 6 დეკემბრის აქციამ არ დავთმობთ ტროტუარს - ტროტუარი ქვეითისაა! პირველი მცირე გამარჯვება მოგვიტანა. დღევანდელი წარმატება სამოქალაქო ჩართულობის კარგი მაგალითია: პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაიზიარა ჩვენი შენიშვნები და ქვეითების სასარგებლოდ კანონპროექტში ცვლილებები შეიტანა.
აღსანიშნავი და სამწუხაროა, რომ ამ კანონპროეტით არ დაინტერესებულა თბილისის მერია, რომელიც არც საკომიტეტო განხილვაში მონაწილოებდა და არც წერილობით გამოუხატავს თავისი პოზიცია. მერიისგან განსხვავებით, შსს-მ საინტერესო კომენტარები წარმოადგინა განხილვაზე და შშმ პირებთა უფლებების დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი კანონპროექტის საკუთარ ვერსიაში.
ჩვენ უკვე დავიწყეთ ქვეითთა მიმართებაში არსებული კანონმდებლობის სრული შესწავლა და ანალიზი. შემდეგი ნაბიჯია ახალ კანონპროექტი და საერთო კამპანია, ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და მოქალაქეებთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს ქვეითთა უფლებების დაცვას.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ აქციის ყველა მონაწილეს და მედიას მხარდაჭერისათვის, თითოეული ადამიანის ჩართულობა ქმნის შედეგს, რომელიც ჩვენი ქალაქის მომავლის განმსაზღვრელია", ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.