ღარიბაშვილისა და ბაიდენის სამუშაო შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეუერთდა
25-02-2014, 09:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის სამუშაო შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეუერთდა. 

ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრის ძირითადი თემები კი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები იყო.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესზე და აშშ-ს ამ საკითხზე მკაფიო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ხელისუფლება ძალიან აფასებს, რომ აშშ-ი გმობს რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ გამყოფი ბარიერების აგებას და იმედოვნებს, რომ მხარდაჭერა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი ისეთი დინამიურია, როგორიც არასოდეს.

როგორც პრემიერმა ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე აღნიშნა, 2014 წლის შემდგომამდე საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას და ხელისუფლება მიესალმება აშშ-ის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, განაგრძოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მხარდაჭერა, ვინაიდან ეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსალოდნელი არჩევნების, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერისა და ნატო-ს სამიტის გათვალისწინებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-საქართველოს შორის მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებებს და აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია და აღნიშნა, რომ ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტი იქნება საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, ასევე ხაზს გაუსვამს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არ გადაიხედება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აშშ-ი რჩება საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორად და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, ვინაიდან ორმხრივი დიალოგის გაღრმავება საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშველოვანესი პრიორიტეტია.

შეხვედრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები იყო.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 
ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი