ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის მისიას შეხვდა
14-12-2015, 09:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. მსოფლიო ბანკის მხრიდან მისიას ენერგეტიკისა და წიაღისეულის მოპოვების Global Practice-ს მენეჯერი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რანჯიტ ლამეში ხელმძღვანელობს.

 
როგორც guardian.ge- ს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრს გააცნეს ბანკის მიერ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და ამ მიმართულებით მათ მიერ მომზადებული წინადადებები და რეკომენდაციები.

 
როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად, აგრეთვე აღნიშნულ სფეროში კერძო-საჯარო სექტორის თანამშრომლობის ფორმატის უფრო აქტიური გამოყენების მიმართულებით.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქართული მხარე მსოფლიო ბანკთან ერთად მზადაა კომპლექსურად განიხილოს ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, ენერგოდამოუკიდებლობისა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.

 
ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრო მსოფლიო ბაკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მერსი ტემბონი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი