საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების რამდენიმე დღით შესაძლო გადადებას საქართველოს ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ადასტურებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედს" საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ განუცხადა.
საბანაძის თქმით, აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნების გადადება საქართველოსთან არანაირ კავშირში არ არის. "შემატყობინეს ოფიციალურად, რომ რამდენიმე დღით გადაიდო, მაგრამ ასევე შემიძლია ვთქვა და ესეც ოფიციალურად მითხრეს, რომ ეს გადადება საქართველოსთან არაფერ კავშირში არ არის. ჩვენი ანგარიში, როგორც ვიცი, იქნება საბოლოოდ პოზიტიური", - განაცხადა საბანაძემ, რომელმაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მოგვიანებით უთხრა, რომ ეს შესაძლოა უკრაინის საკითხს უკავშირდებოდეს.
ოთხშაბათს ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრების გასამართად უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო ჩადის.
ცოტა ხნის წინათ ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის ხვალისთვის დაგეგმილი პრესკონფერენცია გადაიდო, რომელიც საქართველოს მიერ "სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას უნდა მიძღვნოდა.
განცხადებაში პრესკონფერენციის გადადების მიზეზებსა და სხვა დეტალებზე საუბარი არ არის. საქართველოსთვის და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნება ხვალისთვის იგეგმებოდა.
ცოტა ხნის წინათ კი ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის შესახებ მომზადებული ანგარიში პოზიტიურ სიგნალებს შეიცავს და ის დეკემბერში გამოქვეყნდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.