შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი მოსკოვში ჩავიდა
14-12-2015, 22:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი მოსკოვშია. იგი რუსეთთან მოლაპარაკებების გზით ცდილობს მოახდინოს იმ ნაპრალის ამოვსება, რაც სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაწყვეტას უკავშირდება.  


ქერი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს და მის კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდება. როგორც BBC წერს, ამერიკა და რუსეთი დიდი ხანია რაც კონფლიქტის მოგვარების პროცესში სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის როლზე ვერ თანხმდება. შეერთებულ შტატებს სურს, რომ ასადი პოსტიდან წავიდეს, რუსეთი კი ამბობს, რომ მხოლოდ სირიელ ხალხს შეუძლია გადაწყვიტოს მისი ბედი.


მოლაპარაკებების წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეერთებული შტატების პოლიტიკას თავს დაესხა და ვაშინგტონი "ტერორისტების კარგებად და ცუდებად დაყოფაში" დაადანაშაულა.


რუსეთი სირიაში საჰაერო დარტყმებს ახორციელებს. როგორც ის აცხადებს, სამიზნე "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებია, მაგრამ შეერთებული შტატები ბრალს სდებს რუსეთს, რომ ის ამბოხებულებს ბომბავს, რათა მის მოკავშირე ასადს გადარჩენის მიზნით ბოძი შეუდგას. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს.


ამერიკის ლიდერობით შქმნილი კოალიცია სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" შეიარაღებულ ძალებს 2014 წლის სექტემბრიდან ებრძვის და რეიდებს ოფიციალურ დამასკოსთან კოორდინაციის გარეშე ახორციელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი