ე.წ. შეწყალების საქმეზე პროკურატურამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ლაშა აბაშიძე დაკითხა
15-12-2015, 00:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, თბილისის მერის პირველი მოადგილე ლაშა აბაშიძე დაიკითხა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.


"მე მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ დაკითხულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად ვიცე მერი. ასევე დაკითხულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელმაც სამართალდამცველები ჩააყენა საქმის კურსში. გარდა ამისა - რამდენიმე მსჯავრდებული, მათი ახლობლები, ანუ ინტენსიური პროცესი მიდის", - განაცხადა ელისაშვილმა.


შეწყალების კომისიაში ალეკო ელისაშვილის თავმჯდომარეობის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სწორედ ლაშა აბაშიძე იყო. ელისაშვილის მტკიცებით, მასზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას აბაშიძეც ფლობს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი