საქართველო აშშ-სთან ურთიერთობების სფეროში რეალურად ახალ ეტაპზე გადადის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
"ჩვენმა მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის სახელით სრული მხარდაჭერა მიიღო. მათ დაგვიდასტურეს, რომ აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს. მე ასევე მივიღე დადასტურება და მზადყოფნა ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. მთლიანობაში ეს იყო ძალიან პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აშშ-ი საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ ურთიერთობების გაღრმავებას და განმტკიცებას. საქართველო, აშშ-თან ურთიერთობების სფეროში, რეალურად ახალ ეტაპზე გადადის", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტთან თეთრ სახლში გაიმართა. შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა და მას საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.