ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების გადადება საქართველოსთან არ არის დაკავშირებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
"ჩვენთვის, არაოფიციალური კომუნიკაციით ცნობილია, რომ გადადების მიზეზი არ არის საქართველოსთან დაკავშირებული. ეს არის ტექნიკური გადავადება, ალბათ, რამდენიმე დღით. ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, საქართველოს შემთხვევაში დასკვნა დადებითია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის წლის ბოლომდე გამოქვეყნდება, როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მოგერინიმ განაცხადა. ეს, შესაძლოა, მოხდეს უფრო ადრეც", - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.