საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თაღლითობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ ჯანიაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაჰპირდა, თითქოს დაასაქმებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რის სანაცვლოდაც დაზარალებულს გამოართვა 5 000 აშშ დოლარი.
"გამოძიება მიმდინარეობს მოტყუებით სხვისი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. აქვე საზოგადოებას ვთხოვთ, მსგავსი ფაქტების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საგამოძიებო სამსახურის გენერალურ ინსპექციას", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.