საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და საგანგებო მრჩეველს ფილიპ დუსტე-ბლაზის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
მათივე განმარტებით, მხარეებმა "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" საქმიანობა განიხილეს.
"საუბარი შეეხო ინოვაციური დაფინანსების გლობალურ ჯგუფში ფონდის მოღვაწეობას, რაც პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საშუალებას აძლევს საქართველოს უფრო აქტიური როლი შეასრულოს საერთაშორისო დონეზე წამყვან პარტნიორებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საქმეში.
მანვე მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ფორუმში მონაწილეობისთვის", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში და განმარტავენ, რომ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილისა და საგანგებო მრჩევლის, ფილიპ დუსტე-ბლაზის ხელმძღვანელობით ამოქმედდა UNITAID, UNITLIFE და კიდევ არაერთი ისტორიული ინიციატივა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.