გამოძიებისას მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი კიდევ ერთხელ, ამჯერად 2016 წლის 20 თებერვლამდე გადავადდება. მომავალი წლის 20 თებერვლამდე დაკითხვის დღეს არსებული წესი იმოქმედებს.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. ის უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მიერ არის ინიცირებული.
საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით" გათვალისწინებული გამოძიებისას დაკითხვის წესი 2015 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს. 2015 წლის 31 დეკემბრიდან კი ძალაში გამოძიებისას დაკითხვის ახალი წესი შედის, რომელშიც მთავრობა და პარლამენტი ცვლილებებს ანხორციელებს, "მასში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზების არსებობის გამო". ეს პროცესი საკანონმდებლო ორგანოში დაწყებულია.
"იმის გამო, რომ მითითებულ პერიოდამდე - 2015 წლის 31 დეკემბრამდე უკვე ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეების სრულყოფილად ამოქმედება ვერ მოესწრება, სასამართლო რესურსების გაზრდასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფისა და სხვა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობის გამო, დღის წესრიგში დგება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გამოძიებისას დაკითხვის წესის კიდევ ერთხელ და ამჯერად, უკვე საბოლოოდ, გადავადების საჭიროება", - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.