დავით უსუფაშვილი: ნუგზარ ბოჭორიშვილს რესპუბლიკურ პარტიასთან შემხებლობა მხოლოდ 2005-2008 წლებში ჰქონდა და პარტიას მისი შეწყალება არც ერთ ეტაპზე არ მოუთხოვია
15-12-2015, 02:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ე.წ. კოკაინის საქმის მთავარ ფიგურანტ ნუგზარ ბოჭორიშვილს რესპუბლიკურ პარტიასთან შემხებლობა მხოლოდ 2005-2008 წლებში ჰქონდა და პარტიას მისი შეწყალება არც ერთ ეტაპზე არ მოუთხოვია.


"ბოჭორიშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს საკითხის გარკვევა. ამ თემაზე 2011-2012 წელს პარტიას ოფიციალურად მიმართა მანანა კობახიძემ, როგორც ბოჭორიშვილის ადვოკატმა და გვთხოვა მიგვეწოდებინა მისთვის ინფორმაცია, იყო თუ არა ბოჭორიშვილი აქტივისტი. ჩემი ხელმოწერილი წერილი არის გაცემული, რომ ის იყო პარტიის წევრი 2008 წლამდე და ასევე იხდიდა საწევროს, თუმცა სხვა რაიმე აქტივობა მისი მხრიდან განსაკუთრებული არ ფიქსირდებოდა. მეორე ეპიზოდია აქვე, რომ 2012 წლის შემოდგომაზე, როცა პარლამენტი პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების გათავისუფლების საკითხებზე მუშაობდა, მაშინ ბოჭორიშვილის გვარიც მოხვდა წინასწარ სიაში, თუმცა როგორც კი ჩვენ, რესპუბლიკელებს ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება გვთხოვეს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ბოჭორიშვილი არც ერთ ეტაპზე პოლიტპატიმრად არ ჩაგვითვლია და რომ მის მიმართ სახელმწფიოს მხრიდან განხორციელებული ზომები მის პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირდებოდა", - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ამის შემდეგ ბოჭორიშვილი პირველადი სიიდან ამოიღეს, რის შედეგადაც ის ამინისტირებულთა საბოლოო სიაში ვერ მოხვდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი