მაია ფანჯიკიძემ გაახმოვანა თუ რაზე ესაუბრა პრეზიდენტი ობამა პრემიერ ღარიბაშვილს
25-02-2014, 09:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ობამამ აღნიშნა, რომ თეთრ სახლში არაა არავინ, ვინც მხარს არ უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ ქართული დელეგაციის ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების მნიშვნელობა რუსეთთან დამოკიდებულებაში და საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

"ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისათვის ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა იმას, რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოს მიერ გადადგმულ კონსტრუქციულ ნაბიჯებს რუსეთთან მიმართებაში. მან აღნიშნა რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უნდა იყოს შეუქცევადი პრცესი, რაც პრემიერმა მას რასაკვირველია, დაუდასტურა და მან აღგვითქვა ასევე ამ მიმართულებით სრული მხარდაჭერა",- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

 

მისივე თქმით, გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი რომელზეც მხარეებმა გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა რომ მიუხედავად საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა, ქვეყნებს შორის სათანადო ეკონომიკური თანამშრომლობა არ არის. "არ არის ისეთი ეკონომიკური თანამშრომლობა, როგორიც ეკადრება ჩვენ პოლიტიკურ ურთიერთობებს და აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღუთქვა ამ მიმართულებითაც დახმარება, რომ გატარდება სპეციალური ღონისძიებები იმისათვის რომ ეკონომიკაშიც ამერიკის და საქართველოს ურთიერთობა უნდა იყოს ინტენსიური",- აღნიშნა ფანჯიკიძემ.

 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობისადმი აბსოლუტური მხარდაჭერა გამოხატა ყველა იმ საკითხში, რომელიც სადღეისოდ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის.

 

 

"მან აღნიშნა რომ ამ შენობაში არ არის არავინ ვინც მხარს არ უჭერდეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს თავისუფალ არჩევანს გახდეს დიდი ევროპული ოჯახის წევრი და აგრეთვე ნატოსკენ მიმავალ გზაზე გაიაროს ახალი ნაბიჯები ინტეგრაციისა და საერთოდ, საქართველოს მთავრობას აქვს თეთრი სახლის სრული მხარდაჭერა. ეს იყო პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი",- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

 

მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, "11-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა, რომელიც ვითომდა სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში შეიქმნა , შესაძლოა დარჩეს ისე, როგორც არის დღეს".

 

 

"პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯები რუსეთთან მიმართებაში, რადგან ეს სხვადასხვა ფორმატში და სხვადასხვა კონტექსტში საქართველოს თემაზე საუბარს იოლს ხდის. ჩვენ დღევანდელი ამბები, რასაკვირველია, მოვუყევით ამერიკულ მხარეს, კერძოდ, ეს არის მავთულხლართების დამონტაჟების განახლება ოლიმპიადის დასრულებიდან მეორე დღესვე და ისიც აღვნიშნეთ, რომ ჩვენ ამას გარკვეულწილად ველოდით, რადგან ის 11-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა, რომელიც ვითომდა სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში შეიქმნა, სავარაუდოდ, შეიძლება, აღარ მოიშალოს და დარჩეს ისე, როგორც არის დღეს, რადგან დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაგვიღრმავა ის ეჭვი, რომ რუსეთი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ბევრ პროვოკაციას გვიმზადებს. ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს სრულად უჭერს მხარს", - აღნიშნა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის სამუშაო შეხვედრას ბარაკ ობამა შეუერთდა. ღარიბაშვილსა და ბაიდენს შორის შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა. საუბრის ძირითადი თემები აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები იყო.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   ოთარი
      
რა აზრი აქვს ამ უაზრო სტყვების რახა-რუხს, ჩვენივე ხელით ვაღიარეთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, პარაფირების ხელშეკრულებით.
26 თებერვალი 2014 02:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი