საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის რაგბის ფედერაციაში 20 დეკემბერ დანიშნული არჩევენის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ სფეროს, რომელშიც ყველაზე დიდი წარმატეტები გვაქვს, "რაიმე ჩრდილი და ტალახი არ მოეცხოს".
"მინდა ვთქვა ერთი რამ, თუ ჩვენ ყველა ერთად და ცალ-ცალკე მოვახერხებთ იმას, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ კორპორაციას და რაგბისტთა წრეს რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგება, ეს ძალიან დიდი ტრაგედია იქნება არა მხოლოდ რაგბის სამყაროსთვის, არამედ ყველასთვის, რადგან ეს არის სფერო, რომელშიც გვაქვს დიდი წარმატებები. ეს არის შედეგი ძალიან ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი შრომის, როგორც უშუალოდ რაგბის სფეროში მოღვაწეების, ისე სხვადასხვა ბიზნესმენებისა და მეცენატების. ამიტომ ყველამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ რაიმე ჩრდილი და ტალახი არ მოეცხოს ამ საქმეს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ არჩევნების დროს არის გამარჯვებული და არის დამარცხებული და თუ ამას არ შევეგუებით და არ მოვახერხებთ, რომ სამართლიანი და გამჭვირვალე თამაშის წესებით ჩავებათ კონკურენციაში, არც პოლიტიკაში გამოგვივა რამე და არც რაგბიში.
"მე, როგორც ვიცი, ძალიან ღირსეული კანდიდატები არიან კონკურენტები, თანამდებობა ერთია და მინდა ვისურვო, რომ იმ ადამიანებს ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვთ, ექნებათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. უნდა ვაღიაროთ ის შედეგები, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად იქნება მიღწეული", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.