რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა არის უკიდურესად არასახარბიელო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.
"მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკოსს, ასევე მედიის წარმომადგენლებს - ყველანაირი მცდელობა, რომ რაიმე კუთხით დადებით კონტექსტში წარმოჩინდეს ამ დაძაბულობის შესაძლო შედეგი საქართველოსთვის, თავიდან იქნას აცილებული. უპირველეს ყოვლისა, არ არსებობს არანაირი რეალური საფუძველი იმისათვის, რომ ამან რაიმე სარგებელი მოუტანოს საქართველოს. ნებისმიერი დაძაბულობის ზრდა რეგიონში საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას შეამცირებს და მეორე - ეს ალბათ, ძალიან არაეთიკურია თურქეთთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია", - განაცხადა კვირიკაშვიმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.