გარეშე ფაქტორები ჩვენს გეგმებს არ ცვლის, - ასე უპასუხა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მედიის მიერ დასმულ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია თურქეთ-რუსეთის დაპირისპირების ფონზე რუსეთში ციტრუსების ზრდის ტენდენცია.
"ჩვენ მანდარინის ექსპორტს ვგეგმავდით და ამ გეგმას თანმიმდევრულად მივყვებით. შესაბამისად, გარეშე ფაქტორები ჩვენს გეგმებს არ ცვლის. მოთხოვნა, ბუნებრივია, გაზრდილია და ეს ბუნებრივი მოვლენაც არის, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ რუსეთში თურქული მანდარინი სხვადასხვა ქვეყნების გავლით შეიძლება გადიოდეს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
რაც შეეხება ქართულ მანდარინს, მისი ინფორმაციით, რუსეთის ბაზარზე 14 000 ტონაზე მეტი უკვე გასულია. "ეს საკმაოდ კარგი ციფრია იმის გათვალისწინებით, რომ სეზონი დაახლოებით ათი დღით გვიან დაიწყო", განაცხადა ოთარ დანელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.