ცოტა ხნის წინათ რამდენიმე გასროლა მოხდა თბილისში, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა 2 მოქალაქეს ცეცხლი გაუხსნეს.
არსებული ინფორმაციით თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოასწრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბურთალოს სასაფლაოსთან მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. "გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ეხება", - აცხადებენ შსს-ში.
მათივე განმარტებით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაიჭრა ორი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.