ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირის გადაწყვეტილებებს და იმ ფორმატს, რასაც ის გვთავაზობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
აღნიშნული განცხადებით, ქუმსიშვილი ექსპერტთა ერთი ნაქწილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ უმჯობესი იყო ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკებები თავიდანვე ცალკე, უკრაინისგან დამოუკიდებლად დაწყებულიყო.
როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, "ფორმატებს მხოლოდ ჩვენ არ განვსაზღვრავთ".
"ეს არ არის ერთი მიმართულებით მოძრაობა. ეს არის ორი მიმართულებით მოძრაობა, სადაც ევროკავშირი არის ძირითადი პარტნიორი, ასევე გადაწყვეტილებების მიმღები. ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას და იმ ფორმატს, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.