ჯავახეთის ქ.#66-ში არსებული ტერიტორიისთვის სარეკრეაციო სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო დავის დასრულებამდე ვერ მიიღებს. ამის შესახებ აღნისნულია თბილისის მერიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს განვმარტოთ, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, თბილისის მერიის ბალანსზე არსებული, ჯავახეთის ქ.#66-ში არსებული ტერიტორია აუქციონის წესით კერძო პირმა 2014 წლის თებერვალში, დედაქალაქის წინა მთავრობის პირობებში, შეიძინა. მესაკუთრემ მიწის ნაწილი გაიფორმა, ნაწილი კი ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობის სარჩელის საფუძველზე სასამართლომ დააყადაღა. აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით დავა ადგილობრივებსა და მესაკუთრეს შორის ამჟამად სასამართლოში მიმდინარეობს.
მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ 2015 წლის აპრილში დედაქალაქის მერს ამ ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა.
ვინაიდან აღნიშნული საკითხი იხილება სასამართლოში და არის იურიდიული დავა ორ სუბიექტს შორის, თბილისის მერია საკითხზე გადაწყვეტილებას, დავის დასრულებამდე, ვერ მიიღებს.
როგორც მოგეხსენებათ, ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებმა მერიასთან აქცია გამართეს. მოსახლეობამ ვარკეთილში, ჯავახეთის ქ.#66 არსებული ტერიტორიის გასხვისება გააპროტესტა. გუშინ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივები თბილისის მერიისგან ამ ტერიტორიის შენარჩუნებას ითხოვენ", _ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
ჯავახეთის ქ.#66-ში მცხოვრებლებმა დღეს მერიასთან გამართულ აქციაზე განაცხადეს, რომ კერძო პირმა 6800 კვადრატული მეტრი ტერიტორია შეიძინა, მათგან 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისთვის მოსახლეობა სარეკრეაციო სტატუსის მინიჭებას ითხოვს. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევასი ისინი 19 დეკემბერს პროკურატურასთან აქციის გამართვას გეგმავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.