ე.წ. შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, ასევე ვაკე-საბურთალოს პროკურორი ნიკა სანიკიძე და მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი დაიკითხნენ.
აღნიშნულ საქმეზე ამ წუთებში პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება ჟურნალისტი, გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძეც.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადების საფუძველზე, რომელიც კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას შეეხება, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.
ამ საკითხზე უკვე დაიკითხნენ ალეკო ელისაშვილი, შეწყალების კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, დეპუტატები ეკა ბესელია და მანანა კობახიძე, თბილისის ვიცე მერი ლაშა აბაშიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.